ვინაიდან ტუჩზე თხელი კანი გვაქვს, ტემპერატურის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს მასზე – ცივი ჰაერის, ქარისა და დაბალი ტენიანობის გამო ადვილად შრება და სკდება, რასაც ემატება შენობებში ჩართული გათბობა, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას.
ცივ სეზონზე ტუჩის მოვლის ყველაზე ეფექტიანი გზა პრევენციაა: მივიღოთ საჭირო რაოდენობით წყალი – 1,5-2 ლიტრი, მოვერიდოთ მის ენით დასველებას, შევზღუდოთ ალკოჰოლის მიღება (იწვევს დეჰიდრატაციას) და როგორც კი სიმშრალეს ვიგრძნობთ, მაშინვე დავიტენიანოთ. რეკომენდებულია გამოვიყენოთ მოვლის საშუალებები, რომელიც ღრმად შეაღწევს კანის შრეებში და მომენტალურ კომფორტს მოგვანიჭებს.