უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი უკვე საქართველოში, სახლში არიან და რეაბილიტაციის პროცესს გადიან. უმძიმესია დედისთვის განვლილი მძიმე დღეების გახსენება.

ავარიაში მონაწილე მძღოლი არ დაუკავებიათ. ცოტა ხნის წინ სოფო ხარშილაძემ სოციალურ ქსელში სწორედ მის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. როგორც ირკვევა, ავარიის საქმეზე პროცესი დეკემბერშია ჩანიშნული.
როგორც სოფო გვიყვება ბავშვების მდგომარეობა ამჟამად კარგია, თუმცა რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული