დაპირისპირებაა ამ წუთებში ქუთაისში კლინიკა “უნიქალ მედში”, სადაც ერთ ერთმა ექიმმა მრავლობითი დაზიანებები დანით მიიყენა მიიყენა – ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
სამედიცინო დაწესებულებაში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე ჰყვებიან, რომ ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანების მიყენებას წინ, სავარაუდოდ კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა.
მედპერსონალის ნაწილი დირექტორს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ღიად ადანაშაულებს. მათივე თქმით, შევიწროების ფაქტების შესახებ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.
“უნიქალ მედის” თანამშრომელთა ნაწილის თქმით, დღესაც თვითდაზიანებები მედიკოსმა სავარაუდოდ მსგავსი ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტა.
ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული, დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით ვერ წავართვით. ბატონი კახა [ ნურალიძე] ჩამოვიყვანე. ქალი ანერვიულებული იყო – “თვალით არ დამენახოსო”. იძილებული გავხდი, საპატრულოსთვის დამეძახა. ჩემი აზრით, მათ შორის შეკაოარაკების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი”- აცხადებს თვითმხილველი.
კლინიკის თანამშრომლების ნაწილის თქმით, მათზე კახა ნურალიძის მხრიდან ზეწოლა ბოლო 4 თვეა, გრძელდება.
რამდენიმე კვირის წინ დამირკა თვითონ [ამჟამად დაშაებულმა ქალმა], როგორც დამფუძნებელი ამოდი და რამე ზომები მიიღეთ. ეს კაც [კახა ნურალიძეს] სიცოცხლეს გამომასალმებსო. მე თვითონ იმიტომ არ მოვედი აქ, რომ მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი.
რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო”- აღნიშნავს კლინიკის თანამშრომელი.
კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ამ დროისთვის უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და გადაიყვანეს თუ არა გამოკითხვაზე კახა ნურალიძე.