ტელეკომპანია “იმედს” ახალი მფლობელი ჰყავს. ირაკლი რუხაძემ, რომელიც აქამდე ტელევიზიის აქციების 100% -ის მფლობელი იყო, “იმედში” წილი დათმო.
განცხადების მიხედვით, რომელიც “ჰანიველ პარტნიორმა” გაავრცელა, “იმედის” აქციების 50 % წილის მფლობელი, შპს “პრაიმ მედია გლობალი” გახდა, რომელის 100%-იან წილს, ილია მიქელაიშვილი ფლობს. “იმედის” აქციების 50%-ს მოქმედი დირექტორი მაკა ლომიძე და მისი 4 მოადგილე გადაიფორმებენ.
“ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი “იმედთან“ დამშვიდობება”, – წერს რუხაძე.
ტელეკომპანია “იმედს” ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილია.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, “პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და შედეგად, ტელეკომპანია “იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ “პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა.
ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია “იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ “იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ“,- ნათქვამია განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა>>>>
