🔻 წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც მთავარს უწყებაში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 116-ე [გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა] და 238-ე [ცეცხლსასროლი იარაღის მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა] მუხლებით აღიძრა. დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.
🔴 ძველით ახალ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ბრმა ტყვიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევით გავარდნილი ტყვია გეგი ხეცურიანს არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.