2025 წლის 22 მაისს, რომის “ჩამპინოს” აეროპორტში იტალიის სპეცრაზმმა და სასაზღვრო სამსახურმა, საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობასთან კოორდინაციით, დააკავეს 43 წლის მინდია გორაძე – “ლავასოღლი ბათუმელი”.
გორაძე, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და უკრაინის მიერ საერთაშორისო ძებნაში იყო, რომის ერთ-ერთ ცნობილ საპატიმროში – “რეჯინა ჩელი” (Regina Coeli), იგივე “ზეციური დედოფალი”, გადაიყვანეს.
“ქურდული” სიჩუმიდან გამოსული გორაძე
მინდია გორაძის დაკავება მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ის კრიმინალური სამყაროსთვის უპრეცედენტო, თამამი და საჯარო ცხოვრების წესს მისდევდა. თუკი წლების განმავლობაში “კანონიერი ქურდები” საზოგადოებისთვის მაქსიმალურად დაფარულნი იყვნენ, „ლავასოღლი“ ამ ტრადიციულ წესს არღვევდა და მისი ფოტოები სოციალურ მედიაში აქტიურად ჩნდებოდა.

ადრე თუ ქურდების ფოტოები ხელმისაწვდომი არ იყო, ახლა “ტიკტოკზე” ქვეყნდებოდა “ლავასოღლის” ფოტოები.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები, სადაც გორაძე მდიდრულ გარემოში, სათვალეებითა და ბრენდული ტანსაცმლით ჩანს, უცნაური იყო მიმალვაში მყოფი საერთაშორისო ძებნილისთვის.


მისი საჯაროობის პიკი კი საქართველოს ნაკრების თამაშზე დასწრება იყო.

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კადრმა, რომელშიც „ლავასოღლი“ მეუღლესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშს ესწრება. ამან გააჩინა კითხვები, თუ როგორ ახერხებდა წლების მანძილზე ძებნილი ავტორიტეტი ასე თავისუფლად, ღიად და ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას. ეს სოციალურ მედიაში გააქტიურება მის ახალ, “გლამურულ ქურდულ“ იმიჯზე მიანიშნებდა.

მოდელი მეუღლე და ძვირფასი სამკაულები
“ლავასოღლის” ცხოვრების გასაჯაროებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა მეუღლემ, მოდელმა ნინიკო ნაცარიშვილმა. სწორედ ნინიკოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები გახდა წყვილის ცხოვრების მთავარი წყარო მედიისთვის.


მედიის ყურადღება მიიპყრო ნინიკოს ხელზე ბეჭედმა – Ruby Queen, რომლის ღირებულებაც 236,340 დოლარით შეფასდა. ეს ბეჭედი და სხვა ძვირფასი დეტალები, ისევე როგორც წყვილის გეგმები იტალიაში ერთობლივი საცხოვრებლის აშენების შესახებ, მათი ცხოვრების მდიდრულ სტილს უსვამდა ხაზს.
დაკავება – დასასრული გლამურული ეპოქისა
„ლავასოღლის“ გლამური და მისი სოცმედიით გაშუქებული „დიდებული“ ცხოვრების ახალი ეტაპი იტალიაში დაკავებით დასრულდა. მეუღლე და შვილი ისევ იტალიაში ცხოვრობს.

ოფიციალურად, გორაძის დაკავების მიზეზი ინტერპოლის ბაზაში არსებული ორი “წითელი ცნობაა”, რომლებიც საქართველომ (დაუსწრებლად მისჯილი 22 წელი) და უკრაინამ (რეკეტი, დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება) გამოაცხადეს. ახლა, იტალიაში დაწყებული ექსტრადიციის პროცედურები გადაწყვეტს, დაუბრუნდება თუ არა ავტორიტეტი იმ ქვეყნის მართლმსაჯულებას, სადაც ის წლების განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცავებს.

წყარო : Ambebi.ge
Post Views: 49
კარდიოლოგები შოკში! წამალი ღამით ასუფთავებს სისხლძარღვებს! ჰიპერტენზია აღარ…
თუ წნევა 140/90-ია, დაუყოვნებლივ გაწმინდე არტერიები — ცარიელ კუჭზე ჭამე 30 გრამი
ექიმი: მაღალი წნევა აღარ დაბრუნდება თუ ჭამის წინ გააკეთებ ამას…
ეს პროდუქტი ათხელებს სისხლს, ასუფთავებს არტერიებს 5 დღეში! სიცოცხლეს 20 წლით იმატებთ, თუ ყოველ…
კარდიოლოგები შოკში! წამალი ღამით ასუფთავებს სისხლძარღვებს! ჰიპერტენზია აღარ…
მაღალი წნევა აღარასოდეს დაგიბრუნდება, თუ ჭამამდე…
კარდიოლოგები არ ელოდნენ, მაგრამ ეს გემრიელი ნუგბარი ერთ ღამეში ასუფთავებს სისხლძარღვებს!
ეს საოცარი წამალი ამცირებს წნევას და წმენდს არტერიებს ერთ ღამეში. თქვენი ჯანმრთელობა…
კარდიოლოგმა ახსნა, როგორ უნდა მოიშოროთ ჰიპერტენზია 2 დღეში ბუნებრივი გზით! (დააწკაპუნეთ ვიდეოზე)
editor



მედიაში 76 წლის ალა პუგაჩოვას ახალი კადრები ვრცელდება
ლილიანას მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება – რა ემოციურ მიმართვას ავრცელებს გოგონა კლინიკიდან გაწერის შემდეგ ?
ქართველი “კანონიერი ქურდის” საჯარო ცხოვრება, ფუფუნება და მოდელი მეუღლე, რომელიც ქმრის დაკავების შემდეგ, იტალიაში შვილთან ერთად ცხოვრობს – “ლავასოღლის” უცნობი ფოტოები
“ვისზე ნაკლები გოგოები გვყავს?!” – ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ფოტოებსაც ილია თოფურიასთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
სარეკლამოდ დაგვიკავშირდით: elnews.ge@gmail.com
ყველა უფლება დაცულია! © 2025 elNews.ge |