მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით წერს და პროკურატურას, მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს:
“მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ! ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას! ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე, მადლობა მას ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის.
მე ყველას ვერ გპასუხობთ, არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ერთს გეტყვით, რომ არა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მფარველობა, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია! მე ჭორაობის დონეზე არ დავიყვან ნიკოს საქმეს !მოყვეს პროკურატურა! ყველა ფაქტი ჰქონდათ მაშინვე! ცოტა ხნის წინ ამაოდ გამიჩნდა იმედი, რომელიც მალევე გამიქარწყლდა! კი ბატონო ვიღებ გამოწვევას, დიახ მეც მჭირდები საქართველოვ! საქმე გახსნილია! საქართველოს პროკურატურა გადმოდგი ტრიბუნა! ან სად მივალ ტრიბუნით ეგ უკვე მე ვიცი!” – წერს იზა ომაძე.